воскресенье, 5 января 2014 г.

ტრენინგის ,,პრაქტიკული ფსიქოლოგია საკლასო ოთახში’’
წერილობითი ანგარიში
ü  ღონისძიების დასახელება:   ტრენინგი ,,პრაქტიკული ფსიქოლოგია საკლასო ოთახში’’
Ø   ჩამტარებელი ორგანიზაცია:  მასწავლებლის სახლი
Ø  ჩატარების ადგილი და ხანგრძლივობა: ქუთაისის მასწავლებლის სახლი,
29-30 ნოემბერი, 1 დეკემბერი, 2012
ü სამუშაო შეხვედრის მიზანი  და  ამოცანები:    ტრენინგის   მიზანი გახლდათ:
*      პედაგოგისათვის  აუცილებელი უნარ-ჩვევების კლასიფიკაცია
*      რთულ პედაგოგიურ სიტუაციებში მოსწავლის ქცევის ფსიქოლოგიური გაანალიზება
*      ბავშვის ქცევითი სირთულეების გამომწვევი მიზეზების ანალიზი
*      სასკოლო შფოთიანობის გამომწვევი მიზეზების დადგენა
*      ბავშვის გრძნობების ამოსაცნობად პედაგოგებში საჭირო უნარების გამომუშავება
*      თვითშეფასების შესახებ ინფორმაციის მიწოდება
ü რეზიუმე:
            ტრენინგი გაიმართა 29-30ნოემბერს, 1 დეკემბერს ქუთაისში, ქუთაისის მასწავლებლის სახლში, #2 აუდიტორიაში.  ტრენინგს    უძღვებოდა მასწავლებლის სახლის ტრენერი, საბა ჩიხლაძე.   მონაწილეობას იღებდნენ სქემაში ჩართული მასწავლებლები. ტრენინგი, როგორც ზემოთ აღვნიშნე, გაგრძელდა სამ დღეს (დღეში 5 საათი).  წარიმართა საინტერესოდ. ანგარიშს თან ახლავს ტრენინგის სამუშაო გეგმა.       
            ტრენერი გვესაუბრა მოზარდთა გარდამავალი ასაკის სიძნელეების შესახებ და გაგვაცნო მათი თავიდან აცილების გზებზე. მან აღნიშნა, რომ ეს ასაკი ურთულეს პერიოდს წარმოადგენს ბავშვის განვითარებაში. ეს სირთულეები უამრავ თავსატეხს უჩენს უფროსებს, მათ შორის მასწავლებლებს. ამ სიძნელების აცილება ადვილად შეიძლება, თუ ბავშვთან ურთიერთობას ავაგებთ ამ ასაკისათვის დამახასიათებელი თავისებურებების გათვალისწინებით.
            ტრენერმა მოგვაწოდა ინფორმაცია სასკოლო შფოთიანობის შესახებ. ბავშვების განცდები და შიშები, რომლებიც სასკოლო ცხოვრებას უკავშირდება, შეიძლება ძალიან ინტენსიური და მდგრადი გახდეს. ტერმინი  ,,სასკოლო ნერვოზი’’ გამოიყენება მაშინ, როცა მოსწავლეში ფიქსირდება ისეთი ისეთი მოვლენები, როგორებიცაა ,,უმიზეზო’’ პირღებინება, ტემპერატურის მომატება, მუცლის და თავის  ტკივილი... ეს სიპტომები არდადეგებზე და დასვენების დღეებში ეს სიპტომები რატომღაც ქრება.
            ბატონმა საბამ გვესაუბრა აგრეთვე თვითშეფასების როლზე ბავშვის პიროვნების ფორმირების პროცესში. ადრეულ ასაკში ბავშვის თვითშეფასება ყალიბდება უფროსების, მასწავლებლებისა და მშობლების მიერ მათი ქცევის შეფასების საფუძველზე. ასაკის მომატებასთან ერთად ბავშვის თვითშეფასება თავისუფლდება სხვათა შეფასებებისაგან, ხდება სინამდვილის სუბიექტური გავლენა პიროვნების ჩამოყალიბებაზე.  აუცილებელია, მოზარდს დავეხმაროთ თვითშეფასების სწორად  ჩამოყალიბებაში, რაც მას თავისი თავის, ადგილის პოვნაში დაეხმარება.
            ტრენერმა მოგვიტანა საინტერესო ინფორმაცია ტემპერამენტის, მისი ტიპების შესახებ.  მანვე გაგვაცნო კონკრეტული საკითხების შესწავლის მიზნით დაუსრულებელი წინადადებების დამოუკიდებლად შედგენის წესები.
           
ღონისძიების  მნიშვნელოვნების  დასაბუთება:
     ჩემთვის ცნობილი გახდა სასკოლო შფოთიანობის,  მისი გამომწვევი  მიზეზების შესახებ. მივიღე რეკომენდაციები სასკოლო შფოთიანობის შესამცირებლად.
     საინტერესო იყო ჩემთვის იმის გააზრება, რომ თვითშეფასება დიდ როლს თამაშობს ბავშვის პიროვნების ფორმირების პროცესში.
          ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ჯგუფებში განვიხილეთ პედაგოგიური სიტუაციები, ყურადღება გავამახვილეთ პრობლემური ქცევების მოტივებზე, ვიმსჯელეთ ამათუიმ პრობლემის გადაჭრაზე. 
          ტრენინგზე შეძენილ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ მუშაობისას.  ძალიან კმაყოფილი ვარ აღნიშნული ტრენინგით.

01/12/2013

          

Комментариев нет:

Отправить комментарий